BLOOD

3D შუთერი პირველი პირისგან.
ჯანმრთელი, შავი იუმორით აღსავსე თამაში. იარაღებს შორის გვხვდება: სანთებელა და სპრეი, სამკაპა, ვუდუს თოჯინა და სხვა უცნაური ნივთები.
თამაშის სიუჟეტი მოგვითხრობს კაბალის კულტზე, რომლის უმაღლესი მმართველი ჩერნობოგი გადაწყვეტს სიკვდილით დასაჯოს კულტის რჩეულები, რადგან მათ იმედი გაუცრუეს უმაღლეს ქურუმს.
რჩეულები არიან დემიენ ქალებ და მისი სატრფო ოფელია, აგრეთვე მათი მეგობრები ვინმე გაბრიელა და ისმაილი. ისინი მოკვდინებულ იქნებიან ჩერნობოგის მსახურთა მიერ, მაგრამ 20 წლის შემდეგ დემიენ ქალები ცოცხლდება, ზიზღნარევი ხმით ამბობს I live again! და შურისძიების გრძნობით აღვსილი საფლავიდან დგება. სწორედ აქ იწყება თამაში BLOOD. დიახ. ეს მოსიარულე მკვდარი არის გმირი, რომლითაც თქვენ უნდა ითამაშოთ.
ოცი წლის განმავლობაში კულტი მოძლიერდა და ქვეყნიერება შეცვალა, ზომბები, კულტის ფანატები, დემონები, ბოროტი აჩრდილები და მრავალფეროვანი ურჩხულები წინ ეღობებიან შურისძიების გრძნობით გადაგვარებულ არსებას. ქალების მიზანია სამაგიერო გადაუხადოს ჩერნობოგის მსახურთ რომლებმაც შეასრულეს მისი ბრძანება, მოკლეს სატრფო თვითონ ის და მისი მეგობრები. მას შემდეგ რაც ქალები მოკლავს ჩოჰს - ქვის ჰარპიას იგი წვავს სამსხვერპლოზე მიკრულ ოფელიას ცხედარს. თუმცა ობობების დედის შაილის მოკვლის შემდეგ, როცა ქალები ჭუპრში იპოვის გაბრიელას გვამს, იგი სვამს მის სისხლს, რათა დაიმატოს სხვა რჩეულის ძალა.
იმ ეპიზოდში როცა ქალები უნდა შეხვდეს ჩერნობოგ-ს, მსახურები ჩოჰი, შაილი, და ცერბერი - უზარმაზარი ორთავიანი ძაღლი, კვლავ ცოცხლები არიან.
თამაშის მსვლელობისას გვხვდებიან ნეიტრალური არსებები: უიარაღო, შეშინებული და მშვიდობიანი ხალხი, თუმცა დემიენ ქალები მათდამი ნეიტრალურ დამოკიდებულებას არ იჩენს, როცა იგი მათ კლავს ხშირად სხეულიდან უვარდებათ გული რაც თამაშში გამოიყენება როგორც სიცოცხლის ელექსირი(გმირს მატებს HIT POINT-ებს) ერთ ერთ ეპიზოდში კი აუცილებელია ნეიტრალური ადამიანის მოკვლა, რადგან იგი ”აგდებს” გასაღებს რომლის გარეშეც შეუძლებელია ეპიზოდის დახურვა.
თამაში შეიცავს უამრავ ბმულს, რომელიც გვახსენებს ფრედი კრუგერს(ერთერთ ოთახში კედელზე კიდია ფრედის ზოლიანი მაისური და ქუდი), ფრანკ სინატრას(თუ არ შეეხებით კლავიატურას და არ გაანძრევთ მაუსს გმირი იწყებს საკუთარ თავთან საუბარს, ღიღინს ან რამე მსგავსს მის საყვარელ ტექსტებს შორის გვხვდება (strangers in the night, exchanging glances...) და ა.შ.


ვიდეო# თამაშის შესავალი


ვიდეო# ქალები კლავს შაილს ობობების დედას და სვამს გაბრიელას სისხლს


ვიდეო# ქალები ამარცხებს ჩოჰს და წვავს სატრფოს ცხედარს


ვიდეო# ქალები გაუსწორდა ცერბერს


უშუალოდ თამაში (ერთერთი ეპიზოდი)