Quake

საკულტო თამაში, გენიალურად შესრულებული ტექსტურებით, ხმოვანი გაფორმებით და სათამაშო ატმოსფეროთი. 1996 წლის რევოლუცია ვირტუალური თამაშების ისტორიაში. პირველი აბსოლუტურად სამგანზომილებიანი თამაში Quake დღესაც პოპულარულია, მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარების არანორმალური ტემპებისა.
მონსტრების მრავალფეროვნება, გვაიძულებს სხვადასხვა იარაღი სხვადასხვა კონტექსტში გამოვიყენოთ. ოთახები გაფორმებულია არამიწიერი ცივილიზაციის მიერ შესრულებული ფრესკებით ;), ლაბირინთები და საიდუმლო ადგილების სიმრავლე დროის დიდ მანძილზე უზრუნველყოფს სიურპრიზებით ნებისმიერი ხარისხის მოთამაშეს.
თმაშის სიუჟეტი ფანტასტიკურია და სასიამოვნოდ ბუნდოვანი. სახელმწიფო სამხედრო ძალების მიერ შეიქმნა უცხო განზომილებაში გასასვლელი პორტალი «Slipgate», სადაც როგორც ჩანს და როგორც სიუჟეტის კანონი გვკარნახობს იმყოფებიან საზიზღარი მონსტრები, რომლებიც მამაც ჯარისკაცებს ხოცავენ თქვენ კი გევალებათ იქ მოხვდეთ და კარგად ”გაარკვიოთ რა ხდება”(თქვენი იარაღით რა თქმა უნდა). ამას გარდა თამაში დატვირთულია მაგიურ-იმქვეყნიური სიმბოლიკით. მთავარი ფინალური მონსტრის სახელწოდება Shub-Niggurath უკავშირდება ქთულჰუ-ს მითოლოგიას ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის მიხედვით, თუმცა თამაში გაცილებით უფრო ადვილად ინარჩუნებს მხიარულ განწყობას ბნელ საფუძვლებზე ვიდრე ეს ლავკრაფტს შეუძლია თავისი მოთხრობებით.
გარკვეული სიუჟეტის არსებობის მიუხედავად თამაშის ფილოსოფია უმარტივესია - ”მოკალი ყველა კეთილების გარდა” და ვინაიდან თამაშში ერთი კეთილი პერსონაჟიც არ გვხვდება, იდეა მნიშვნელოვნად მარტივდება ”მოკალი ყველა და ყველაფერი რაც მოძრაობს”

მოგვიანებით გამოვიდა Quake Mission Pack 1: Scourge of Armagon და Quake Mission Pack 2: Dissolution of Eternity
შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს ის ფაქტი, რომ თამაშის გახმოვანებაზე მუშაობდა ჯგუფი Nine Inch Nails და შესაბამისი ლოგო არის კიდეც ლურსმანმტყორცნისთვის საჭირო ლურსმნების ყუთზე. ამბობენ იმასაც,რომ ტრენტ რეზნორი, მოწინააღმდეგის სხეულის შუაზე გახლეჩვის ხმა, რომ მიეღო საზამთროში ათავსებდა მგრძნობიარე მიკროფონს და ძირს ახეთქებდა.


მომდევნო დამატებების ოფიციალური ყდები და + სამუშაო მაგიდის ფონი ;)


არსებობს Quake-ის უამრავი მოდიფიკაცია და ადდონ-ი, როგორც ფანების ასევე სერიოზული კორპორაციების მიერ შექმნილი.